შოთა ცისკარიძე მონაწილეობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის STEM პროგრამებში როგორც კომპიუტერული მეცნიერებისა, კომპიუტერული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის პროფესორი და კითხულობს სტატისტიკის (STAT 250) კურსს. 2020-2022 წლებში ის ასევე ასწავლიდა ალგორითმების (CS560), მანქანური სწავლების (CS596) და ხელოვნური ინტელექტის (CS550) კურსებს.

ბატონი შოთა 2020 წლიდან მუშაობს ასოცირებულ პროფესორად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიების სკოლაში. ამ დროისთვის მას წაკითხული აქვს 20-ზე მეტი კურსი შვიდ სხვადასხვა საგანში.

გარდა ამისა, 2021 წლიდან ის ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამას. მისი ხელმძღვანელობით ექვსმა მაგისტრანტმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი.

ბატონმა შოთამ წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში და მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ექსპერიმენტული ნაწილაკების ფიზიკაში. მისი კვლევები მოიცავდა როგორც დეტექტორის ფიზიკას, ასევე დიდი ადრონული ამაჩქარებელის ATLAS-ის ექსპერიმენტის მონაცემების ანალიზს. 2017 წელს მისმა სადოქტორო დისერტაციამ მიიღო Springer-ის გამომცემლობის ჯილდო და დაიბეჭდა წიგნების სერიაში „Springer Theses: Recognizing Outstanding PhD Research.“