სოსო ცოტნიაშვილი 2019 წელს შემოუერთდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც დისკრეტული მათემატიკის პროფესორი (Math-245). მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი მათემატიკის განხრით (ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 1998წ.). არის ერთი სახელმძღვანელოსა და 30-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
სოსო ცოტნიაშვილი არის არაერთი საერთაშორისო აკადემიურ გაცვლითი პროგრამის მონაწილე: Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამა - კაზიმიერზ დიდის უნივერსიტეტი (ბიდგოშჩი, პოლონეთი, 2021) და ოპოლეს უნივერსიტეტი (ოპოლე, პოლონეთი, 2018), მევლანას აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამა სწავლებისთვის - რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტი (რიზე, თურქეთი, 2015 წ.),
ერასმუს მუნდუსის აკადემიური პერსონალის გაცვლის პროგრამა - თესალონიკის ალექსანდრეს ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინსტიტუტი (თესალონიკი, საბერძნეთი, 2011წ.), აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამა - ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტი (აშშ, 2009-2010 წწ.).
სოსო ცოტნიაშვილი არის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრი.