ახალი ამბები
Date: 2023-10-17

ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების ვიზიტი ტექნოლოგოურ კორპუსში

2023 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები ეწვივნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ კორპუსს, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით აშენდა. ვიზიტი ხაზს უსვამდა საქარველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას საგანმანათლებლო განვითარებისა და სიახლეების წახალისების მიზნით.

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ირაკლი ბაიდაშვლი შთამაგონებელი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, ხაზი გაუსვა რა განათლებაში მიღწევების და ამ სფეროში ინვესტირების  ღრმა მნიშნველობას. მან ისაუბრა იმ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებზე, რაც ამ თანამშრომლობას მოაქვს სტუდენტებისთვის - ხელმისაწვდომობა ისეთ თანამედროვე რესურსებზე, როგორიცაა ჭკვიანი საკლასო ოთახები, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორიები, გეოტექნიკური ლაბორატორიები, Fog Room, ჰიდრავლიკის ლაბორატორიები და სხვა. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა დისკუსიები გამართეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტი საქართველოს ემერიტუს დეკანთან ბატონ ჰალილ გუვენთან, გლობალ კამპუსის დეკანთან, იან გიბსონთან, მასპინძელი უნივერსიტეტის დეკანთან, პროფექსორ ნინო დობორჯგინიძეთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან.

ეს ვიზიტი ასახავს ჩვენს ურყევ ერთგულებას ამერიკის სავაჭრო პალატასთან ჩვენი პარტნიორობის მიმართ - უმსხვილეს საერთაშირისო ბიზნეს პალატასთან საქართველოში, რომელიც ამაყობს მასში შემავალი 240-ზე მეტი წევრით და რომლებიც ზრუნავენ ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის კავშირისა და საქართველოს ბიზნეს ლანდშტაფის გაძლიერებაზე. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მადლიერებას პრეზიდენტ ბაიდაშვილისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების მიმართ ტექნოლოგიური შენობის დათვალიერებისთვის. მსგავსი ვიზიტები გადამწყვეტ როლს თამაშობ სექტორში ცნობადობის ამაღლებისა და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის წახალისებაში.