ახალი ამბები
Date: 2024-06-11

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში

მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ფოკუსირებული იყო უმაღლესი განათლებისინტერნაციონალიზაციაზე, გაიმართა 2024 წლის 11 ივნისს. კონფერენცია, რომელსაც მასპინძლობდა სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, ოფიციალურად გახსნა SDSU-ს პროვოსტის მოვალეობის შემსრულებელმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა უილიამ ტონგმა, რომელიც წარმოადგენდაSDSU-ს პრეზიდენტს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა გიორგიამილახვარმა მიმართა მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, მან წარმოადგინა მთავრობის ხედვაუმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ისაუბრა სამომავლო მიზნებზე. პირველმაპანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამ საჯარო უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციისსტატუსსა და მიზნებზე. პანელში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, რომლებმაცაუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისგეგმები. პანელური განხილვის შემდეგ, უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემის ირგვლივ, რასაც  მოჰყვა კითხვა-პასუხის სესია.

 

მეორე პანელი დაკომპლექტებული იყო SDSU-ს ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გაუზიარეს რელევანტური ინფორმაცია მთავარ კამპუსზე მიმდინარე მოვლენების და მათი გამოცდილების შესახებ. SDSU-ს პროვოსტის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტონგმა, SDSU-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჰალა მადანატმა, გლობალური კამპუსის დეკანმა იან გიბსონმა და მეცნიერებათა სკოლისდეკანმა ჯეფრი რობერთსმა განიხილეს სამომავლო გეგმები და მნიშვნელოვანი როლი, რაც SDSU-ს სურსშეასრულოს ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის ფარგლებში. ღონისძიება დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, რამაც შემდგომი ჩართულობისა და დისკუსიის საშუალება მისცა იქ მყოფებს. აღნიშნულმაღონისძიებამ ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო დაწესებულებების და სამთავრობო ორგანოების ერთგულებასუმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის იდეისადმი და მათ ჩართულობას გლობალურითანამშრომლობის ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით საქმიანობაში.