სიახლე
Date: 2023-08-02

სამოქალაქო ინჟინერია: ინფორმაცია პროგრამის შესახებ

სამოქალაქო ინჟინერია ინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე ფართო მიმართულებაა,
რომელიც ფიზიკური გარემოს დიზაინს, მშენებლობას და ექსპლუატაციას გულისხმობს.
სამოქალაქო ინჟინერის საქმიანობა ფარავს ხიდებს, გზებს, არხებს, კაშხლებსა და
შენობებს. სამოქალაქო ინჟინერიის დარგი ემსახურება როგორც მუნიციპალურ
(სახელმწიფო), ასევე კერძო სექტორს, საერთაშორისო კომპანიებს და ინდივიდუალურ
საჭიროებებს.


სამშენებლო ინჟინერიისგან განსხვავებით, სამოქალაქო ინჟინერია დარგის ერთ-ერთი უძველესი და ფართო წარმომადგენელია, რომელიც ინჟინერიის ქვე-დარგებსაც მოიცავს. სამოქალაქო ინჟინრები უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურულ დაგეგმვას და დიზაინს, მაშინ როცა სამშენებლო ინჟინრები და მენეჯერები თითოეული ინდივიდუალური პროექტის აღსრულებაზე მუშაობენ, სამოქალაქო ინჟინრების მიერ შემუშავებული
დიზაინის მიხედვით.

სამოქალაქო ინჟინერია საქართველოსა და რეგიონის სწრაფად მზარდ პროფესიებს შორის არის, რაც განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გაზრდილი მნიშვნელოვნებით.


წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, სდსუ-ს აქვს შესაძლებლობა, ქართველ აბიტურიენტებს შესთავაზოს საერთაშორისო აკრედიტაციის ამერიკული პროგრამა, რომელზეც სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს. მოქმედებს სახელმწიფო დაფინანსებაც.


პროგრამის არჩევა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ბაზაში, კოდით 0100130.


მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: + 995 0322 311 611, ან განაგრძეთ კითხვა სამოქალაქო ინჟინერიის დარგის შესახებ.