სიახლე
Date: 2021-01-13

ქალ სტუდენტთა გაძლიერების ინიციატივა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტი საქართველო ამაყობს STEM პროგრამებში ქალთა ჩართულობის უპრეცედენტო მაჩვენებლით - ჩარიცხულთა 35% ქალია. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ქალი სტუდენტებს აქვთ უკეთესი აკადემიური მოსწრება, მეტად აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც აკადემიურ ასევე კლასგარეშე აქტივობებში, ჩვენი კვლევების მიხედვით სწავლის დასრულების შემდეგ ქალები 35%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. ქალი სტუდენტთა გაძლიერების ინიციატივა შეიქმნა ქალთა გაძლიერების კლუბის მიერ აღნიშნული უთანასწორობის აღმოფხვრის და ქალი სტუდენტებისთვს სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად საჭირო ინსტრუმენტები მიწოდების მიზნით.

ეს ინიციატივა მიმართულია ერთად შეკრიბოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტი საქართველოს საზოგადოება, რათა განიხილონ გენდერული ნიშნით არსებული სხვაობა ანაზღაურების კუთხით, დაბრკოლებები და ბარიერები, რაც ხელს უშლის ქალებს მოიპოვონ წარმატება თავიანთ სფეროში და სხვა საკითხები, რასაც ქალები ეჯახებიან  STEM დარგებში მუშაობისას. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები და შეხვედრები აღნიშნული თემების განსახილველად და გასავრცობად.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ ჩვენს ღონისძიებებს.