სიახლე
Date: 2023-07-25

განათლების სამინისტროსა და სდსუ-ს შორის პარტნიორობის განახლებული მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობას აგრძელებს ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის მიღმა. სამინისტროს ინიციატივით, სდსუ საქართველოში გააგრძელებს სტუდენტების მიღებას სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. განათლების მინისტრმა, დოქტორმა გიორგი ამილახვარმა და სდსუ-ს პრეზიდენტმა, დოქტორმა ადელა დე ლა ტორრემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს 30 მაისის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე.

2023 წელს, სდსუ საქართველოს პროგრამებზე სწავლა დაასრულა 103-მა
სტუდენტმა. მათი 40% ქალია, ხოლო 66% წარჩინებული სტუდენტი. ჯამში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში, კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 523 სტუდენტს მიაღწია.

სამინისტროს მხარდაჭერით, 2023-2024 სასწავლო წელს სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში დამატებით 90 სტუდენტს მიიღებს სამ პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია. სწავლის წლიური ღირებულება იქნება 2250 ლარი და იმოქმედებს სახელმწიფო გრანტიც.