სიახლე
Date: 2019-04-23

საქართველოს დელეგაცია სან დიეგოში პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორეს ინაუგურაციის ცერემოანიას დაესწრო

2019 წლის 11 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსზე, პირველი ქალი პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა დე ლა ტორემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ, ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომელიც მიზნად ისახავს სან დიეგოს უნივერსიტეტთან უწყვეტ თანამშრომლობას.