Date: 2019-04-15

საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან

2019 წლის მაისის თვეში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო აბიტურიენტების მშობელთათვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მიიღოს დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, დაფინანსებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა პრეზენტაციას სან დიეგოს უნივერსიტეტის შესახებ, ხოლო მეორე ნაწილი - კითხვა-პასუხის სესიას. შეხვედრა გაიმართება მაისის პირველ ნახევარში. დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ:

ონლაინ რეგისტრაციის ფორმა