სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 125 წლის გახდა
ფაქტები:
- დაარსდა 1897 წელს
- 400,000+ კურსდამთავრებული
- 35, 732 სტუდენტი
- 6,890 პროფესორ-მასწავლებელი
- 203 აკადემიური პროგრამა
- ყოველწლიურად 10’242 კურსდამთავრებული
- 140 მილიონ დოლარზე მეტი წლიური კვლევითი ბიუჯეტი
- 17 სპორტული გუნდი
- საბაკალავრო პროგრამებზე ყოველწლიურად 92’000 აპლიკანტი
- პრეზიდენტი: ადელა დე ლა ტორე
მისია
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიაა კვლევაზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის და თანამედროვე პრობლემების გადაწყვეტა სწავლების, კვლევის და სერვისის სრულყოფით. უნივერსიტეტი იღწვის კაცობრიობის გამოცდილების დაფასებისა და ფართო აღქმისთვის. ეს განათლება ვრცელდება მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობასა და მიღწევებზე მრავალი მიმართულებით, როგორიცაა ხელოვნება და ტექნოლოგია; აზრის სრულყოფა ფილოსოფიით და მეცნიერებით; ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუციების განვითარება. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარ მისიას აღწევს მრავალფეროვანი დეპარტამენტების და ინტერდისციპლინური პროგრამების საშუალებით კრეატიულ და შემსრულებლობით ხელოვნებაში, ჰუმანიტარიაში, მეცნიერებაში და სოციალურ და ქცევით მეცნიერებებში.
ისტორია
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უძველესი საგანმანათლებლო ინსტიტუტია სან დიეგოში. 1897 წელს დაარსებიდან, უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა საჯარო კვლევის ლიდერ უნივერსიტეტად ლათინურ-ამერიკული, აზიურ-ამერიკული და მკვიდრი ამერიკული წყნარი ოკეანის მოსახლეობისთვის. სდსუ, ყოველწლიურად, 36’000 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს აკადემიურ კურიკულუმში პირდაპირი კონტაქტით პროფესორებთან და საერთაშორისო აქცენტებით, რომელიც მათ გლობალური მომავლისთვის ამზადებს.