ახალი ამბები
Date: 2024-06-11

SDSU-G-ს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

2024 წლის 11 ივნისს გაიმართა SDSU-G მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ SDSU-ს პროვოსტის მოვალეობის შემსრულებელი და უფროსი ვიცე პრეზიდენტი უილიამ ტონგი და SDSU-ს ვიცე პრეზიდენტი ჰალა მადანატი.

 

შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, ზოგიერთი წევრი დისტანციურად მონაწილეობდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა SDSU-სა და საქართველოს მთავრობას შორისპარტნიორობის მნიშვნელობას, რომელშიც ჩართულია ქვეყნის სამი ძირითადი სახელმწიფო უნივერსიტეტი. მინისტრმა ისაუბრა ABET-ისა და ACS-ის საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე და ABET Track-ზე მყოფ პროგრამებზე, ხაზი გაუსვა მათ პოზიტიურ გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე და დამსწრეებს გაუზიარა თავისი ხედვა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

 

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პარტნიორობისადმი, ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს პრეზენტაციების სახით ღირებული ინფორმაციის გაზიარებისთვის.