სიახლე
Date: 2021-11-11

სდსუ საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა - შემოდგომა 2021

2021 წლის 10 ნოემბერს, სდსუ საქართველომ შემოდგომა 2021 წლის მრჩეველთა საბჭოს ჰიბრიდული შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სდსუ-ს პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე, პროგრამების დეკანები და უნივერსიტეტის საჯარო და კერძო პარტნიორები.

მრჩეველთა საბჭო ემსახურება უნივერსიტეტსა და კერძო და საჯარო სექტორს შორის კავშირების გამყარებას და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას. საბჭოს წევრები არიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანები, კერძო და საჯარო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და უნივერსიტეტის დონორი ორგანიზაციები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ქვეყანაში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.