სიახლე
Date: 2019-03-06

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენა

სასტუმრო ბილტმორი, საკონფერენციო დარბაზი

20 მარტი, 2019, 13:00 – 16:00 სთ

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი იწვევს კერძო და საჯარო ორგანიზაციებს დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიების მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს კვალიფიციური კომპანიები და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობებისთვის.

წელს გამოფენაზე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებს საქართველოში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში საინჟინრო, სამშენებლო და საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

აკადემიური პროგრამები

SDSU საქართველოში ახორციელებს შემდეგ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს:

  • კომპიუტერული ინჟინერია
  • ელექტრული ინჟინერია
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • სამოქალაქო ინჟინერია
  • სამშენებლო ინჟინერია
  • ქიმია/ბიოქიმია.

ჩვენი სტუდენტები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ჰყავს უნიკალური უნარებისა და გამოცდილების მქონდე სტუდენტები. ჩვენს სტუდენტებს შორის არიან:

  • ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტები
  • ახალგაზრდა გამომგონებლები და ინოვატორები, რომლებიც უკვე ახორციელებენ არაერთ ინოვაციურ საავტორო პროექტს
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიოერო და ტექნოლოგიური ოლიმპიადების გამარჯვებულები
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე მცოდნე ახალგაზრდები (სწავლება უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზეა)
  • უნივერსიტეტის ზოგადი განათლების კომპონენტი სტუდენტებს უვითარებს უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებისთვის.

გამოფენაზე რეგისტრაცია

გამოფენაზე რეგისტრაცია უფასოა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 მარტი, 2019.  

დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვთხოვთ გაიარონ ელექტრონული ელექტრონული რეგისტრაცია.

სტაჟირებისა და დასაქმების გამოფენაზე დარეგისტრირებული ყველა კომპანიისთვის უზრუნველყოფილი იქნება: 

  • ადგილი გამოფენაზე: მაგიდა, ორი სკამი და კომპანიის ბანერის/შტენდერის ადგილი
  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია განთავსდება გამოფენის კატალოგში და გავრცელდება სტუდენტებს შორის

მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ყავა, მსუბუქი საკვები

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: [email protected]