Date: 2023-11-15

სდსუ საქართველო ახალი მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრით ახალ ეტაპს აღნიშნავს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთახმებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ახალი მრჩეველთა საბჭო ჩამოყალიბდა, რომლის პირველი შეხვედრა 2023 წლის 14 ნოემბერს გაიმართა.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014 წლიდან მოღვაწეობს და სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით, როგორც მეორე კომპაქტის ერთ-ერთი ნაწილი, რისშედეგადაც  სტუდენტთა ხუთმა გამოშვებამ წარმატებით დაასრულა სწავლა.

მეორე კომპაქტის ფარგლებში, უმაღლესი განათლების პროექტი 2023 წლის მაისში სტუდენტთა მეხუთენაკადის გამოშვებით დასრულდა. მიუხედავად ამ მნიშნელოვანი მიღწევისა, საქართველოს მთავრობამ დასან დეიგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოთქვეს მზაობა გაეგრძელებინათ თანამშრომლობა დაშეენარჩუნებინათ პროექტის დადებითი შედეგები. ამ მზაობის კვალდაკვალ, ახალი სტუდენტების მიღებითმიღწეულ იქნა პროგრამის შედეგების გავლენის გაფართოების მიზანი.

 

ახალი საბჭოს შექმნა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მთავრობის ერთობილივი ძალისხმევის დასტურია.

 

მრჩეველთა საბჭო აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებს, როგორიცაა განათლებისა და მეცნიერებისმინისტრი, ბატონი გიორგი ამილახვარი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ქალბატონი ადელა დე ლა ტორე, ვიცე-პრეზიდენტი, პროვოსტი, დეკანები, სან დიეგოს სახელმწიფოუნივერსიტეტი საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - რექტორები დასაქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი, რაც ხელს უწყობს მდიდარ და მრავალფეროვან თანამშრომლობით გარემოს. ასევე შეხვედრაშიმონაწილეობა მიიღო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა, რომელმაც  აღნიშნა, რომ საბჭოში მისი ოფიციალური წევრობის საბოლოო დადასტურებას სახელმწიფო დეპარტამენტისგან ელოდება.

 

შეხვედრას ხელმძღვანელობდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ემერიტუს დეკანი, ბატონი ჰალილ გუვენი. მან ისაუბრა იმ ვალდებულებების შესახებ, რომელთაც  სდსუ საქართველო განახორციელებს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჰალილ გუვენის პრეზენტაცია მოიცავდა მთელ რიგმნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ყოველწლიური კონფერენეციის ინიცირებას. აღნიშნულიკონფერენცია მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალისთვის არა მხოლოდ პროფესიული განვითარების პლატფორმის შექმნას, არამედ აკადემიური გამოცდილების წარმოჩენას მსოფლიო აუდიტორიისთვის. კონფერენცია მოემხახურება პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ ცნობადობის ამაღლებას დაგადამწყვეტ როლს ითამაშებს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე  განხილულ იქნა ყოველწლიური დასაქმების ფორუმის ჩატარების გეგმები; ხაზი გაესვა ინდუსტრიასა და კურსდამთავრებულებს შორის შეხვედრების გამართვის მნიშნველობას, რასაც ორგანიზებას უწევს სდსუსაქართველო, რათა უზრუნველყოს ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და შესაძლებლობების მუდმივი ზრდა.

 

აღინიშნა მრჩეველთა საბჭოს წევრების გადამწყვეტი როლი ღია და კონსტრუქციული დიალოგისხელშეწყობაში. ერთობლივად შემუშავებული სტრატეგიული ხედვა არის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მომავალი მიმართულების განმსაზღვრელი.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მრავალფეროვანი პორტფოლიოდან გამომდინარე, ემერიტუს დეკანმა ასევე ისაუბრა სხვა მიმდინარე პროექტების შესახებ - მსოფლიო ბანკისმიერ დაფინანსებული ადრეული განათლების პროექტი (I2Q), სამეწარმეო განათლების პროექტი, რომელიც ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად თანამშრომლობით და „STEM Research and Graduate Education in Georgia“- პროექტი, რომელიც დაფინანსებულია  საქართველოშაშშ- საელჩოს მიერ. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარლებში, რომელიც სულხლახანს დასრულდა, 820 ადამიანმა გაიარა ინტენსიური ტრენინგი, ხოლო 16 დოქტორანტ სტუდენტს მიეცა საშუალებაკვლევითი მიზნით სწვეოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კამპუსს.

 

აღნშნული საინაუგურაციო შეხვედრა წარმოადგენს სდსუ საქართველოს საქმიანობის ქვაკუთხედს, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას, ინოვაციას და საგანმანათლებლო სრულყოფილებისადმი საერთო სწრაფვას.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სდსუ საქართველოს ოფისს  შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected].