სიახლე
Date: 2023-07-25

სდსუ საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა თბილისი მარიოტში

მარცხნიდან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დოქტორი გიორგი ამილახვარი, სდსუ-ს პრეზიდენტი, დოქტორი ადელა დე ლა ტორე და სდსუ საქართველოს დეკანი, დოქტორი ჰალილ გუვენი.

29 მაისს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველომ მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა. საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი, სამი პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორი, მრჩეველთა საბჭოს წევრები და დონორები და აკადემიური დელეგაცია სდსუ-დან, პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორრეს ხელმძღვანელობით.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიღწევები, კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმების საკითხები და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს, სდსუ საქართველოს პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, განხილული იქნა STEM დარგში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.

მრჩეველთა საბჭო ემსახურება უნივერსიტეტსა და კერძო და საჯარო სექტორს შორის კავშირების გამყარებას და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას. საბჭოს წევრები არიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანები, კერძო და საჯარო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და უნივერსიტეტის დონორი ორგანიზაციები. შეხვედრას დაესწრება სან დიეგოს