სიახლე
Date: 2021-07-13

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს უჭერს თანასწორობას

ძვირფასო სდსუ საზოგადოებავ,

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს ყველა სახის ძალადობას!

საქართველოში განვითარებული სამწუხარო მოვლენების ფონზე, გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ სან დიეგოს სახლმწიფო უნივერსიტეტის მტკიცე ვალდებულებაა დაიცვას ყველა ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ისევე როგორც პრესის თავისუფლება და უსაფრთხოება. სდსუ-ს ერთგულება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის მიმართ აისახება უნივერსიტეტის აქტივობებსა და ინიციატივებში, მათ შორის ჩვენს მიერ შექმნილ ცენტრში - The Pride Center.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საზოგადოების ბევრმა წევრმა შეიძლება მძიმედ განიცადოს მიმდინარე მოვლენები. სდსუ საქართველო მზად არის დახმარება გაუწიოს სტუდენტებს და საუნივერსიტეტო საზოგადოებას.