სიახლე
Date: 2022-02-26

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტის მიმართვა

ძვირფასო სდსუ საზოგადოების წევრებო,

ძალიან მტკივნეულია უკრაინაში განვითარებული მოვლენების ყურება. ჩვენ შეძრწუნებულები ვართ უკრაინაში და მთელს რეგიონში მცხოვრები ადამიანთა ტანჯვით. ამ კვირაში მიმდინარე თავდასხმის შედეგებს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანი იგრძნობს.

ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოება გლობალურია, მსოფლიოს ამ ნაწილთან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მივმართავ იმ სტუდენტებს, თანამშრომლებსა და ლექტორებს ვისაც უკრაინაში ოჯახები და საყვარელი ადამიანები ჰყავს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.

და რაც უფრო მნიშნველოვანია, ჩვენ მზად ვართ თქვენს დასახმარებლად.

თუ თქვენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო გჭირდებათ აკადემიური, პროფესიული, ფსიქოლოგიური, სამოგზაურო ან სხვა სახის დახმარება, გთხოვთ მოგვმართეთ. ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლები მზად არიან საჭირო დახმარება გაგიწიონ.

მივმართავ ჩვენი უნივერსიტეტის საზოგადოების ყველა წევრს: მოგიწოდებთ გაერთიანდეთ ერთანეთის მიმართ თანაგრძნობაში. უკრაინელი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე ამ აგრესიისა და ძალადობის ჟამს, ვალდებულნი ვართ უკეთესები ვიყოთ ერთმანეთისთვის.

ადელა დე ლა ტორე
სან დიეგოს სახლმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი

ლუქ ვუდი
სტუდნეტური სერვისების ვიცე პრეზიდენტი