Date: 2023-12-22

სტუდენტების ვიზიტი GITA-ში

ფინალური გამოცდების კვირაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საინტერესო განტვირთვის საშუალება მიეცათ. GITA-ს პროექტის მენეჯერმა პირველ კურსელებს გაუზიარა ინფორმაცია იმ შესაძლებლობების სამყაროს შესახებ, რასაც GITA სთავაზობს ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება.

სააგენტო მისიის ეფექტური შესრულების მიზნით პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრავს ინოვაციებისთვის საჭირო ინფრასტრქტურის განვითარებაში ინვესტირებას, რაც გამოიხატება ტექნოპარკების, ინოვაციების ცენტრებისა და სამრეწველო ლაბორატორიების გახსნაში. ასევე, მუდმივად ზრუნავს ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მხარდამჭერი ინსტრუმენტების ფორმირებაზე, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევაზე, კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის ხარისხიანი და შრომითი ბაზრისთვის დეფიციტური ტრენინგების, მათ შორის ტრენერებისთვის, ხშირ ჩატარებაზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მასტიმულირებელი საკანონმდებლო პაკეტების ინიცირებასა და ფინანსირების მექანიზმების ხელმისაწვდომობაზე.