სიახლე
Date: 2022-10-10

#StudentSuccess - ლეონე ახმეტელი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო 2022 წლის მაისში დავასრულე. პატარაობიდანვე მიყვარს აქტივოებები, რომელიც გარეთ ყოფნას უკავშირდება და ძალიან მალევე გავაცნობიერე კლიმატის ცვლილების შესახებ. ვინაიდან, ასე ძალიან მიყვარდა ველური ბუნება, გადავწყვიტე ჩემი საოცნებო პროფესია ეკოლოგიასა და გარემოსდაცვით მეცნირებებში მეპოვნა. შედეგად, აღმოვჩნდი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოში ქიმიის პროგრამაზე. ჩაბარებისთანავე მალევე, გადავწყვიტე სამაგისტრო პროგრამა ეკოლოგიაში გამეკეთებინა. მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე აღმოვაჩინე, რომ უმრავლესობა სამაგისტრო პროგრამა ითხოვნდა, რომ აპლიკანტს საბაკალავრო პროგრამა ბიოლოგიაში ჰქონოდა და არა ქიმიაში. მიუხედავად ამ გამოწვევისა, მაინც გავაგზავნე საბუთები რამდენიმე უნივერსიტეტში. ვინაიდან, ჩემი სასწავლო პროგრამა სდსუ საქართვეოში ქიმიის გარდა ბევრ სხვა საგნებს მოიცავდა და ბევრი კარგი რეკომენდაცია მქონდა ლექტორებისგან, მიმიღეს ევოლუცია, ეკოლოგია და სისტემატიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მიუნხენის Ludwig-Maximilians უნივერსიტეტში, რომელიც აქამდე ჩემს მიერ მიღწეულ უდიდეს აკადემიურ წინსვლად მიმაჩნია.

დღესდღეობით, ჯერ კიდევ ვაგრძლებ გზას გავხდე ეკოლოგი. განვითარებად ქვეყნებში, ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესების ფონზე, ძალიან მნიშნველოვანია გარემოსდაცვითი სპეციალისტების არსებობა, რათა შევამციროთ კლიმატური ცვლილების ზეგავლენა გარემოზე. საქართველოს ძალიან ბევრი ეკოლოგიურად მნიშნველოვანი ენდემური ჯიშები აქვს, ისეთი როგორიცაა კავაკსიური როჭო, კავკასიური სალამანდრა და კიდევ ბევრი. ქვეყანაში ეკოლოგიური ექსპერტების არაინფორმირებულობისა და სიმცირის გამო, ეს სახეობები კრიტიკულ საფრთხეშია. ჩემი სამომავლო გეგმაა, დავასრულო სწავლა და ამ წლების განმავლობაში შეძენილი თითოეული უნარი მოვახმარო საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვას.