სიახლე
Date: 2022-10-17

#StudentSuccess - მარიამ ჩიხრაძე

ტექნიკური საგნები ყოველთვის ადვილად დაძლევადი იყო ჩემთვის. ბავშვობაში, ძალიან მიყვარდა გრძელი და რთული არითმეტიკულ პრობლემების ამოხსნა. არავის გაჰკვირვებია, როდესაც სწავლა ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გავაგრძელე. სკოლის პერიოდში მიყვარდა სამშენებლო ადგილის მონახულება, სადაც ჩემი ოჯახის სახლი შენდებოდა. სიამოვნებით ვსვამდი კითხვებს და ვსწავლობდი მშენებლობის პროცესს, რამაც სტიმული მომცა, სწავლა გამეგრძელებინა სამოქალაქო ინჟინერიის განხრით.

სან დიეგოს სახელმწიფო უნიერსიტეტ საქართველოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ საბაკალვრო პროგრამაზე სწავლისას, შევძელი შემენარჩუნებინა მაღალი აკადემიური მოსწრება, მიმეღო ყოველწლიური სტიპენდია და 2021 სწავლა წარჩინებით დამესრულებინა. სწავლის პარარელურად, ორი წლის განმავლობაში ვიყავი სტუდენტური ელჩი, რამაც საშუალება მომცა გამოცენო ბევრი ახალი ადამიანი. ამას გარდა ვიყავი ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა სტუდენტური საზოგადოების წევრი.  

მესამე კურსზე, მუშაობა კონსტრუქტორ-ინჟინერად დავიწყე მუშაობა. ჩვენი მიზანი იყო კომპანიაში BIM-ზე დაფუძნებული დიზაინის დანერგვა. ამ გამოცდილებამ ჩემი ინტერესი სამშენებლო ინფორმაციის მოდელირების (BIM) მიმართ გაამძაფრა  და მაჩვენა შესაძლებლობები, თუ როგორ შეიძლებოდა სამშენებლო ინდუსტრიის წინსვლა მომავალში.

ჩემი სადიპლომო ნაშრომისთვის, როგორც დიზაინის გუნდის ლიდერმა, ჩავატარე დაწყებითი სკოლის შენობის სტრუქტურული ანალიზი და ვმეთვალყურეობდი ჩემს თანაგუნდელებს Autodesk Revit და AutoCAD-ის საშუალებით მოდელის შექმნაში. Capstone პროექტზე მუშაობისას, სამოქალაქო ინჟინერიის დარგებთან მიმართებაში ერთამენთს შევადარეთ ორი პროგრამული უზრუნველყოფა, დროის ეფექტურობისა და გამოყენებადობის თვალსაზრისით. Revit-ში ნახაზების შედგენის გარდა, ჩვენ გამოვიყენეთ Revit-ის ავტომატურად გენერირებული მონაცემები მთლიანი შენობის ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის. პროექტით გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ როგორ აისახება მშენებლობის პროექტირების ეტაპის წინსვლა მთლიანი პროექტის დასრულების დროზე და ხარისხზე. აღნიშნულმა ნაშრომმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა ჩემი ინტერესი BIM მიდგომის მიმართ.

სდსუ საქართველოს დასრულების შემდეგ, მოვიპოვე DAAD-ის სტიპენდია და სწავლა გავაგრძელე  დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე. უამრავი კვლევის შედეგად მივხვდი, რომ ტექნოლოგიური წინსვლის ამ ეპოქაში, როგორც ჩანს, სამშენებლო ინდუსტრია ჯერ კიდევ ჩამორჩება და მსურს წვლილი შევიტანო მის განვითარებაში. ამჟამად ვმუშაობ კვლევაზე, რომელიც მიმართულია ხიდის კვეთის პარამეტრულ საპროექტო მიდგომაზე. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობით და ჩემი კარიერის საწყის ეტაპზე მინდა ცოდნა გავიღრმავო სხვადასხვა შენობა-ნაგებობების, უფრო კონკრეტულად ხიდების პარამეტრული და BIM დიზაინის შესახებ. ჩემი აზრით, BIM-ზე დაფუძნებული და პარამეტრული დიზაინის მიდგომა სამშენებლო ინდუსტრიის მომავალია, რადგან ის ამცირებს მშენებლობის დროს, რესურსებს და ხარჯებს პროექტირების ფაზაში პოტენციური შეცდომების უმეტესობის აღმოფხვრით.

დღესდღეობით სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ირჩევს სამოქალაქო ინჟინერიას, როგორც პროფესიას. თუმცა, მსოფლიო მოსახლეობის მატებასთან ერთად იზრდება სპეციალისტებზე მოთხოვნა. ჩემი კვლევებითა და ცოდნით, მე არა მხოლოდ მსურს მონაწილეობა მივიღო ინდუსტრიის განვითარებაში, არამედ მინდა ვაჩვენო ხალხს, რომ სამოქალაქო ინჟინერია შეიძლება იყოს ძალიან სახალისო!