Date: 2023-12-21

სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით SDSU-G-სა და SMEC International-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოსა და SMEC International PTY Limited (ავსტრალია) ფილიალმა ოფიციალურად გააფორმეს ურთიერთგაგების სტრატეგიული მემორანდუმი, აკადემიური სრულყოფილების მიღწევის და სტუდენტთათვის რეალური უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ხელმოწერის ცერემონია, რომელიც გაიმართა 2023 წლის 21 დეკემბერს, მიუთითებს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის განსაკუთრებული შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის დაწყებაზე.

მემორანდუმის პირობების თანახმად, SMEC International PTY Limited უზრუნველყოფს პრაქტიკული ტრენინგების ჩატარებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ - საქართველოს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გამოავლენენ საუკეთესო აკადემიურ შედეგებს. შერჩევის პროცესი კონკურსის საშუალებით განხორციელდება.

ინდივიდუალური შეთანხმებები მორგებული იქნება თითოეულ სტუდენტზე, რაც პერსონალიზებული და გამდიდრებული გამოცდილების მიღებას უზრუნველყოფს. ამ ინიციატივის საბოლოო მიზანია კლასში მიღებული თეორიული ცოდნის შევსება პროფესიული სამყაროსათვის მოთხოვნადი პრაქტიკული უნარებით.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ გააღრმავოს სტუდენტების პრაქტიკული ცოდნა, არამედ უზრუნველყოს გზა პოტენციური დასაქმებისთვის SMEC International PTY Limited-ში. ამ უნიკალური შესაძლებლობის შეთავაზებით, ორივე დაწესებულება მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების განვითარებაში.