ახალი ამბები
Date: 2023-10-18

შეხვედრა სტუდენტებთან

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერისტეტი საქართველოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს ინიციატივით 2023 წლის 17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ტექნოლოგიურ კორპუსში გაიმართა შეხვედრა კომპიუტერული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებთან.

ამ უნიკალურ შეკრებაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდნენ ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს, როგორიცაა:

გიორგი ამილახვარი, საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრი

იან გიბსონი, სდსუ გლობალ კამპუსის დეკანი

ჰალილ გუვენი, სდსუ საქართველოს ემერიტუს დეკანი

ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორი.

 

ღონისძიებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა:

შეხვედროდნენ გავლენიან ლიდერებს

შეეტყოთ სამომავლო მიზნებისა და ინიციატივების შესახებ

გაეზიარებიანთ საკუთარი შეხედულებები და დაესვათ შეკითხვები

ეთამაშათ მნიშნველოვანი როლი სდსუ საქართველოს თემის ფორმირებაში.

 

აღსანიშნავია, რომ 2023-24 აკადემიურ წელს ჩარიცხულ სტუდენტების ნაკადს, რომელიც  სწავლას დაასრულებს 2027 წელს, აქვს უნიკალური შესაძლებლობა მიიღოს როგორც ქართული, ასევე ამერიკული დოპლომი. აღნიშნული შედეგი საქართველოს მთავრობ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშროლობითაა მიღწეული.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014 წლიდან მოღვაწეობს და სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით. სდსუ საქართველოში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, სტუდენტთა მეხუთე ნაკადმა სწავლა დაასრულა 2023 წლის მაისში.  თუმცა საქართველოს მთავრობისა და სან დიგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწადინებით და სურვილით შეენარჩუნებინათ პროექტის შედეგები, გადაწყდა კიდევ ერთი ნაკადის მიღება.  ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის საბაკალავრო პროგრამების შეთავაზების გაგრძელებას.