ABET საერთაშორისო აკრედიტაცია კიდევ ორ პროგრამას მიენიჭა
ვულოცავთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს -ბიოსამედიცინოინჟინერიისა (სტუ) და კომპიუტერული ინჟინერიის (ისუ) საბაკალავრო პროგრამებისთვის საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მინიჭებას. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ასახავს განათლების მაღალ ხარისხსა და აღნიშნული პროგრამების საერთაშორისოდ აღიარებას.
ABET აკრედიტაცია არის განათლების სისტემაში საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისა და უწყვეტი განვითარებისადმი სწრაფვის დადასტურება. დასახელებული პროგრამები აკმაყოფილებენ STEM განათლების გლობალურ სტანდარტებს, რაც თავის მხრივ ზრდის და აფართოებს სტუდენტებისთვის შესაძლებლობების არეალს და ახალისებს ამ სფეროებში სრულყოფილებისკენ სწრაფვას.
ჩვენ ამაყნი ვართ, განვაცხადოთ რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გააგრძელებს საქართველოში პარტნიორი უნივერისტეტების მხარდაჭერას, რათა მათ შეინარჩუნონ პროგრამული სტანდარტები და მომავალში სხვა პროგრამებისთვის მოიპოვონ საერთაშორისო აკრედიტაცია.
ასევე, ვულოცავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის ინგლისურენოვან ქიმიის საბაკალავრო პროგრამას ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) აღიარება მიენიჭა. დამატებით აღსანიშნავია, რომ თსუ-ს ორ პროგრამას (კომპიუტერული მეცნიერება და ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია) უკვე მოპოვებული აქვს ABET საერთაშორისო აკრედიტაცია.
დაელოდეთ მეტ სიახლეებს საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტის შესახებ. ჩვენ მივისწრაფვით საგანმანათლებლო სრულყოფილებისაკენ და ხელს ვუწყობთ STEM განათლებაში საერთაშორსიო სტანდარტების დანერგვას.