კომპიუტერული ინჟინერია
პროგრამის მიზანი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა გთავაზობთ კომპიუტერებისა და სხვადასხვა ტიპის ციფრული სისტემების შექმნისა და აწყობის შემსწავლელ კურსებს. აღნიშნული კურსები მოიცავს ისეთი რთული სისტემების შესწავლას, რომელთა საშუალებითაც ხდება ფიზიკური სისტემებისა და გარემოთა სიმულაცია, ამინდის პროგნოზირება, ავიაბილეთების დაჯავშნა, ასევე მიკრო და ნანო რეგულატორების მოხმარება ავტომობილებში, ტექნიკაში, კამერებში, რობოტებში, სამედიცინო ინსტრუმენტებსა და სხვა მოწყობილობებში. კომპიუტერული ინჟინრები ასევე ქმნიან და შეიმუშავებენ პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებენ კომპიუტერების მუშაობას და შესაძლებლობას იძლევიან შეასრულონ სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ამოცანები. კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა გთავაზობთ თეორიისა და პრაქტიკის რაციონალურ ბალანსს, რომელიც კურსდამთავრებულებს ამზადებს როგორც სწავლის დამთავრებისთანავე დასაქმებისთვის, ასევე სწავლის შემდგომ ეტაპზე გასაგრძელებლად. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ. სწავლების მეთოდოლოგია ძირითადი კურსების გარდა, სტუდენტებს დამატებით შეუძლიათ ჩაეწერონ სხვადასხვა არჩევით კურსებზე, როგორიცაა მასშტაბური ინტეგრაციის სქემები (VLSI), აუდიო და ვიზუალურ ინფორმაცია და მულტიმედიური სისტემები, კომპიუტერული ქსელები და ციფრული სიგნალის (DSP) დამუშავება. ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა დამამთავრებელი, “Capstone design” სადიპლომო ნაშრომის მომზადება, რომელიც ავითარებს და აძლიერებს ისეთ უნარებს, როგორიცაა გუნდური მუშაობა, სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინება, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია და ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას. დასაქმების შესაძლებლობები STEM დარგებში დასაქმების და კარიერული ზრდის შესაძლებლობები მოიცავს ისეთ მაღალტექნოლოგიურ სექტორებს, როგორებიცაა:
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ესტუმროთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტის |
|