კომპიუტერული მეცნიერება

პროგრამის მიზანი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებში სტუდენტებს არა მხოლოდ ტექნიკის ცოდნას შესძენს, არამედ თანამედროვე კომპიუტერული მეთოდოლოგიისა და პროგრამირების პრაქტიკის ფუნდამენტურ გაგებას. კომპიუტერული მეცნიერებები მოიცავს სპეციალობებისა და გამოყენების სფეროების ფართო სპექტრს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რობოტები, გრაფიკა, სისტემების პროგრამირება, სიმულაცია და კომპიუტერული ქსელები. კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამა გთავაზობთ თეორიისა და პრაქტიკის რაციონალურ ბალანსს, რომელიც კურსდამთავრებულებს ამზადებს როგორც სწავლის დამთავრებისთანავე დასაქმებისთვის, ასევე სწავლის შემდგომ ეტაპზე გასაგრძელებლად. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ.

სწავლის მეთოდოლოგია

პირველი ორი წლის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან პროგრამირებას, მონაცემთა სტრუქტურებსა და არქიტექტურას. ბოლო ორი წელი კი დაეთმობა უფრო გაღრმავებულ სწავლებასა და სპეციალიზებულ არჩევით კურსებს, როგორიცაა კომპიუტერის არქიტექტურა, UNIX სისტემის ადმინისტრირება და პროგრამირების ენები.

დასაქმების შესაძლებლობები

კომპიუტერული ტექნიკა გვხვდება თითქმის ყველგან, მისი გამოყენების სფეროები უსაზღვროა, ის გამოიყენება ავტომობილებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკაში, სათამაშოებში. ამის გამო, კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტებისთვის სამუშაო ადგილების ფართო არჩევანი არსებობს.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ესტუმროთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტის ძირითად ვებ გვერდს:

https://cs.sdsu.edu

 

 

 

 


პროგრამის აღწერილობა PDF ვერსია

კატალოგი 2020 – 2021